|
2017-04-04 12:20:32, 1443 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის ქუჩებსა და პარკებში უფასო ელექტრონული წიგნები „საბასგან“ უკვე ხელმისაწვდომია
პროექტის „ქალაქი ბიბლიოთეკა" განხორციელება დაიწყო - დედაქალაქის 20 ქუჩასა და 6 პარკში უფასო ელექტრონული წიგნები „საბასგან" უკვე ხელმისაწვდომია. უკვე შესაძლებელია უფასო წიგნების ჩამოტვირთვა ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირებზე, გიორგი ლეონიძის, ივანე მაჩაბლის, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩებზე, სულ 20 ქუჩაზე ქალაქის მასშტაბით, რომლებსაც მალე კიდევ 30 მწერლის სახელობის ქუჩა დაემატება. ამ ქუჩებზე დამონტაჟებულ ქუჩის მანიშნებლებზე დატანილი QR კოდების საშუალებით შესაძლებელი იქნება ჩამოტვირთოთ იმ მწერლის ლიტერატურა, რომლის სახელობის ქუჩაზეც დგახართ. მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა იქნება ასევე უფასოდ ხელმისაწვდომი ქალაქის ბაღებსა და სკვერებში. უკვე დამოტაჟდა „საბას" ელექტრონული ბიბლიოთეკები დედა ენის ბაღში, რიყის პარკში, გეგეშიძის ბაღში, მზიურსა და ჯანო კახიძის პარკში. პარკებში დამოტაჟებულ სტენდებზე „საბა" მრავალფეროვან ლიტერატურულ არჩევანს გთავაზობთ. სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს „ქალაქი ბიბლიოთეკა" ელექტრონული წიგნების სახლი „საბა", თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ფონდთან ერთად, ახორციელებს. სულ პროექტის ფარგლებში 300-მდე სტენდი დაიდგმება. „ქალაქი - ბიბლიოთეკა" თბილისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად" აქცევს. გარდა ამისა, ეს პროექტი ასობით ელექტრონული წიგნს უფასოდ ხელმიწვდომს გახდის ნებისმიერი მსურველისთვის. ჩამოტვირთვის პროცედურა მარტივია. ტელეფონის QR კოდთან მიახლოებით წიგნი თქვენს სმარტფონში გადმოინაცვლებს და მის წაკითხვას აპლიკაცია SABA READER-ის საშუალებით ნებისმიერ ადგილზე და სიტუაციაში შეძლებთ. გარდა მწერლების სახელობის ქუჩებისა, ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის 12 პარკში დაიდგმება. ქუჩების და პარკების შემდეგ კი, ელექტრონული წიგნები თბილისის მეტროპოლიტენშიც შეაღწევს - ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდების დადგმა მეტროს ყველა სადგურზეა დაგეგმილი. (NS)
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)