|
2017-04-04 11:09:30, 2607 ნახვა
მსოფლიო
პეტერბურგში აფეთქების სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია
გუშინ სანქტ-პეტერბურგის მეტროსადგურში აფეთქების ორგანიზატორის სახელი ცნობილია, - ამის შესახებ BBC რუსეთის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება. "ტერაქტის სავარაუდო მომწყობი, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე 1995 წელს დაბადებული, აკბარჟონ ჯალილოვია", - ნათქვამია კომიტეტის ინფორმაციაშია. "რია-ნოვოსტის" ინფორმაციით, ყირგიზეთის სპეცსამსახურები რუს კოლეგებთან მუდმივ კონტაქტში არიან. ამასთან, მოსკოვში ყირგიზეთის საკონსულოს განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება მათ ყირგიზი წარმოშობის მოქალაქის თაობაზე, რომელიც სავარაუდოდ ტერაქტის ორგანიზატორია, ჯერჯერობით არ დაკონტაქტებია. ცნობისთვის, მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერაქტის შემსრულებელი 1996 წელს დაბადებული, ყაზახეთის მოქალაქე მაქსიმ არიშევი. მალევე ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ პეტერბუგის მეტროსადგურ "Сенная" და "Технологический институт" შორის აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 51 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოგვიანებით მეტროსადგურ "Площадь Восстания" ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილო აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მეტროს 63-ვე სადგური დაიხურა და მოსახლეობის ევაკუცია დაიწყო. მთელი ქალაქის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)