08:34 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 18:58:57, 2546 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი: მეტროპოლიტენის სადგურზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, სანქტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის სადგურზე ასაფეთქებელი მოწყობილო აღმოაჩინეს, რომელიც არ ამოქმედდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

კომიტეტის ინფორმაციით, მოწყობილობის დეაქტივაცია მოხდა.

"მეტროსადგურ Площадь восстания აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის დეაქტივაცია მოხდა. სპეცსამსახურები აგრძელებენ სამუშაოების წარმოებას. ყველა ზომაა მიღებული", - აცხადებენ კომიტეტში. 

შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. დაშავებულტა შორის არიან ბავშვები. 

სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურის აფეთქებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე გამოეხმაურა. პუტინის განცხადებით აფეთქებასთან დაკავშირებიტ განიხილავს ყველა ვერსიას, მათ შორის ტერაქტს. 

პეტერბურგის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ალექსანდრ კურენნოიმ მეტროსადგურში აფეთქებას ტერაქტი უწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics