13:40 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 16:11:07, 1981 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გაბუნია-ლომიძეს მოუგო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ თბილისის მერის განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „კურიერ PS-ის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი, ხოლო სადავო სიუჟეტის ავტორმა მაია ლომიძემ მესამე (ფაქტის მიჩქმალვა) პრინციპი.

თბილისის მერი დავით ნარმანია, სადავოდ ხდიდა 2017 წლის 12 თებერვალს გადაცემა P.S-ის  სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე. თბილისის მერი მიიჩნევდა, რომ მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და გარდა პირველი, მეშვიდე და მესამე  პრინციპისა, დარღვეული იყო მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics