|
2017-04-03 14:46:02, 1993 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთი ლეხ კაჩინსკის ავიაკატასტროფაში რუს დისპეტჩერებს ადანაშაულებს
პოლონეთის პროკურატურა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის განზრახ პროვოცირებაში რუს დისპეტჩერებს ადანაშაულებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონეთის გენერალური პროკურორის მოადგილე მარეკ პასიონეკმა განაცხადა, საპრეზიდენტო თვითმფრინავის Ту-154-ის ავარიის საქმეზე, მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე, შეუძლიათ ივარაუდონ, რომ ავიაკატასტროფაში სმოლენსკის აეროპორტის 2 ავიადისპეტჩერია დამნაშავე. ამასთან, როგორც პასიონოკმა აღნიშნა, სადისპეტჩერო კოშკურაზე მესამე ადამიანიც იმყოფებოდა, რომლის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. „ჩვენ ეჭვი გვაქვს ორ დისპეტჩერზე, ასევე მესამე ადამიანზე, რომელთაც განზრახ მოახდინეს ავიაკატასტროფის პროვოცირება“, - აღნიშნა პროკურორის მოადგილემ. „თვითმფრინავის ფრაგმენტებს ბრიტანეთის და ესპანეთის ლაბორატორიებში იკვლევენ. 2 დისპეტჩერს ბრალი წარედგინება ავიაკატასტროფის განზრახ პროვოცირებაში, მესამე პირის ვინაობა დგინდება. რუსეთის მხარეს იურიდიული მხარდაჭერის მოთხოვნით მივმართეთ“, - განაცხადა მთავარი პროკურორის კიდევ ერთმა მოადგილემ. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, ექსგუმაციის შედეგად დადგინდა, რომ 5 სასახლეში სხვა ადამიანების ცხედრებია მოთავსებული, კიდევ ორზე მიმდინარეობს ექსპერტიზა. არსებობს ეჭვი, რომ ცხედრები შეცვალეს. ცნობისთვის, 1 თვის წინ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ანტონი მაცარევიჩის ინიციატივით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რათა ქვეყნის იმ დროინდელი პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის გამოძიებაში ჩართულობა დაედგინათ. თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ დონალდ ტუსკი, რომელიც ახლა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ გამოძიებას არასათანადოდ ახორციელებდა. მედიის ინფორმაციით, პოლონელების 75% თვლის, რომ დონალდ ტუსკის კაბინეტმა ყველა ძალღონე არ გამოიყენა, როომ დაედგინა ავიაკატასტროფის მიზეზი. მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურ მოსკოვზეა. აღნიშნულ ბრალდებებს კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი უკვე გამოეხმაურა და მათ აბსურდული უწოდა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 10 აპრილს საპრეზიდენტო თვითმფრინავმა, რომელშიც პოლონეთის იმდროინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პოლონეთის მთავრობის დიდი ნაწილი იმყოფებოდა, სმოლენსკში ავიაკატასტროფა განიცადა. კატასტროფის შედეგად ქვეყნის პრეზიდენტი და კიდევ 95 ადამიანი დაიღუპა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)