|
2017-04-03 14:08:15, 1506 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის ბაზრობების ასოციაცია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ბაზრობების ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაუყონებლივ შეღავათიანი პირობებით ექვსი თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც რეალიზაციის ობიექტზე მუდმივად იქნება დასაქმებული, - ამის შესახებ "თბილისის ბაზრობების ასოციაციის" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ასოციაციისა და თბილისის მუნიციპალიტეტის შეთანხმება მოკლე ვადაში გაუქმდება, სიმართლეს არ შეესაბამება. „მოგახსენებთ, რომ თბილისის ბაზრობების გაერთიანებაში ჩვიდმეტი სრულუფლებიანი წევრია. ასოციაცია დედაქალაქის მასშტაბით არსებულ ყველა მსხვილ ბაზრობას მოიცავს. დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად ბაზრობების ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაუყონებლივ შეღავათიანი პირობებით ექვსი თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც რეალიზაციის ობიექტზე მუდმივად იქნება დასაქმებული, გარდა ამისა ბაზრობების დირექცია დატვირთულ ობიექტზე ე.წ. ყოფილ გარემოვაჭრეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის. ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ასოციაციისა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შეთანხმება მოკლე ვადაში გაუქმდება, რაზეც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ არ შეესაბამება სიმართლეს. ე.წ. გარემოვაჭრეებისთვის შეთავაზებული რეალიზაციის ობიექტები მოიცავს შემდეგ ტერიტორიას: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, დინამო სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია, ისნის ბაზრობის ტერიტორია, სამგორის ბაზრობის ტერიტორია და სხვა. თბილისის ბაზრობების ასოციაციას დაუყონებლივ შეუძლია სარეალიზაციოდ ფართი სამიათასამდე გარემოვაჭრეს დაუთმოს. ყველა დაინტერესებულ პირს უმორჩილესად ვთხოვთ, რეგისტრაციისთვის მიმართოს ბაზრობის დირექციას", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)