|
2015-01-13 14:49:40, 3646 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: იმედი მაქვს, წელს მთავრობა პრეზიდენტის მოხსენებას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრება ვერ მოახერხა, წელს არ გამეორდება. როგორც მარგველაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მოხსენებაზე მთავრობის არ დასწრებამ, საქართველოს საერთაშორისო და შიდა იმიჯს სიკეთე არ მოუტანა. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მთავრობა წელს გამონახავს დროს და მოხსენებას დაესწრება. „იმედი მაქვს, შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ ვერ მოახერხა დასწრებოდა პრეზიდენტის მოხსენებას, წელს არ განმეორდება, იმიტომ, რომ ამან, არავითარი კარგი, არავითარი სიკეთე არ მოუტანა არც ჩვენ სახელმწიფოს და არც ჩვენ საერთაშორისო და შიდა იმიჯს. იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოახერხებს და გამონახავს დროს მოხსენებაზე დასწრების თავლსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი ქუთაისშია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. რაც შეეხება პარლამენტში მისი გამოსვლის ფორმატს, მარგველაშვილი განმარტებით, ფორმატი საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტია, თუმცა თავად მზადაა, დეპუტატებთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ნებისმიერ ფორმატში განიხილოს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)