|
2017-04-01 16:17:27, 2647 ნახვა
მსოფლიო
RadioFreeEurope: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ზავი ამოქმედდა
დღეიდან უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის ზავი ამოქმედდება, - ამის შესახებ RadioFreeEurope იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკვე გასცა. ამასთან, როგორც მედია წერს, 29 მარტს, მინსკში უკრაინაზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფი 1 აპრილიდან დონბასში ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდა. თავის მხრივ თვითაღიარებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დე ფაქტო ლიდერები აცხადებენ, რომ საზავო პირობას დაიცავენ. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის ომი 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო. მას 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანი მოჰყვა, რომელმაც პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა დაასრულა. საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები დაიკავეს სადაც, მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ. 2016 წლის ბოლოსა და მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაცია კვლავ გამწვავდა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას რუსეთს აბრალებდა, მოსკოვი - კიევს.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)