|
2017-03-31 13:28:12, 1569 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის ინიცირებული პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა
ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის ინიციატივითა და რკინიგზის მენეჯმენტის ხელშეწყობით გასული წლის ოქტომბრიდან, რკინიგზის თანამშრომლები ინგლისურსა და რუსულ ენებს უფასოდ სწავლობენ. უკვე დასრულდა აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც სტუდენტების ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის მიერ მომზადებულ პროექტში ჩართულ თანამშრომელთა უმეტესმა ნაწილმა უმაღლესი შეფასებები მიიღო. ყველა სტუდენტი შემდეგ საფეხურზე გადავიდა და განაგრძობს შესაბამისი უცხო ენის შესწავლას. შეგახსენებთ რომ, ერთწლიანი პროექტი, რომელიც ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ მოამზადა, რკინიგზის თანამშრომლებისათვის უცხო ენების შესწავლას ითვალისწინებდა. რკინიგზელებს ინგლისურსა და რუსულ ენებს „Millennium Gate"-ის მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი პედაგოგები ასწავლიან. პირველი საგამოცდო ეტაპის წარმატებით დასრულება გახდა სტიმული იმისა, რომ ახალგაზრდა რკინიგზლელთა ასოციაციამ რკინიგზელებისათვის კიდევ დაიწყო სასწავლო კურსების პროექტების მომზადება. იმ შემთხვევაში, თუ ასოციაციის მიერ ინიცირებული პროექტები კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მხარდაჭერილი იქნება, რკინიგზელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის შესალებლობა ისევ მიეცემათ, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)