|
2017-03-31 10:52:20, 845 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა
შუახევის მუნიციპალიტეტში, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის გასვლით სხდომაზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების შესრულების ანგარიში და 2017 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოხსენება მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარადგინა. სხდომას აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე სპიკერი მერაბ კარანაძე, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე და ამავე კომისიის წევრები ესწრებოდნენ. სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია შუახევის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებისათვის, რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისათვის და მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის რწმუნებულებისათვის მოეწყო. შეხვედრის მონაწილეებს, გასავრცელებლად და სამედიცინო დაწესებულებში გამოსაქვეყნებლად, სამინისტროს 2017 წლის პროგრამების შესახებ დამზადებული საინფორმაციო მასალები დაურიგდათ. „2017 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 14, 562, 900 ლარს შეადგენს, აქედან პროგრამული ნაწილი 11 829 990 ლარით განისაზღვრება. წელს სამინისტრო და მასზე დაქვემდებარებული უწყებები 25 პროგრამას ახორციელებს. 2017 წლის პროგრამული სიახლეები: წელს პირველად ხორციელდება „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის“ პროგრამა. მიზანი: პაციენტის ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის მკურნალობა (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის გზით), ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის აღდგენა/გაუმჯობესება. მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები. დაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 5000 ლარს.
(NS)
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)