|
2017-03-29 15:35:28, 1180 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი უკრაინელ კოლეგას ვადიმ ჩერნიშს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს ვადიმ ჩერნიშსა და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელებს შეხვდნენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის მიზანსაც იძულებით გადაადგილების თემაზე საქართველოს გამოცდილების გაზიარება და ამ მიმართულებით მთავრობათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა უკრაინელ სტუმრებს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა გააცნეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, უკრაინა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით ახალი რეალობის წინაშე დგას. ამიტომ მათთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. „დევნილების პრობლემების გადაწყვეტის კუთხით საქართველოში გაცილებით დიდი გამოცდილებაა დაგროვილი. უკრაინისთვის კი ეს ახალი რეალობაა. უკრაინის დელეგაციის ვიზიტის მიზანია, რომ გაეცნონ და გაიზიარონ ჩვენი გამოცდილება. ცხადია, უკრაინის სპეციფიკა განსხვავებულია, თუმცა, შეუძლიათ როგორც დადებითი გამოცდილების გაზიარება, ისე ჩვენი დაშვებული შეცდომების გათვალისწინება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ვადიმ ჩერნიშის თქმით, უკრაინა საქართველოს მრავალწლიან გამოცდილებას ბევრ საკითხში გაიზიარებს. „ჩვენ გავეცანით სამინისტროს მუშაობის პრინციპებსა და მიდგომებს, რის შემდეგაც დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული ბინები დავათვალიერეთ და ვნახეთ როგორ ხორციელდება ეს ყველაფერი პრაქტიკაში. გაკვირვებულები ვართ, რა ეფექტურად მუშაობს სამინისტრო ამ მიმართულებით. სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობებიდან ჩვენ ბევრ რამეს გამოვიყენებთ, როგორც ფასეულ გამოცდილებას. მომავალში, უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მუშაობას სამუშაო ჯგუფში გავაგრძელებთ“, - განაცხადა ვადიმ ჩერნიშმა. უკრაინის დელეგაციის წევრებმა სამინისტროში არსებული „დევნილთა მისაღები ცენტრი“ დაათვალიერეს და ყველა იმ მომსახურებას გაეცნენ, რომელსაც ცენტრის თანამშრომლები ბენეფიციარებს უწევენ. უკრაინელი სტუმრები, სოზარ სუბართან ერთად, „თბილისის ზღვის ახალ ქალაქსაც“ ესტუმრნენ, იქ მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და სამინიტროს მიერ მათთვის ახალაშენებულ კორპუსებში გადაცემული ბინები დაათვალიერეს. (NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)