19:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 13:56:50, 1374 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონის სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრებები გაიმართა

ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლებს შორის ფრენბურთში შეჯიბრება გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სპორტულ ოლიმპიადაში 190-ე სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.

მათივე ცნობით, მეორე და მესამე ადგილები 129-ე და 32-ე სკოლებმა გაინაწილეს.

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა გუნდებმა. გოგონებში პირველობა 143-ე სკოლამ მოიპოვა. პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრება ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა. სასკოლო ოლიმპიადაში სულ 18 გუნდი მონაწილეობდა.

ასევე ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, თბილისის ასტრა პარკში სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩატარდა შეჯიბრება. კარტინგში, ბილიარდსა და ტენისში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ცნობისთვის, სპორტულ-გასართობ ღონისძებაში 220 სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. მოზარდებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ ასტრა პარკის ყველა მომსახურების მიღება. ფრენბურთის სასკოლო ოლიმპიადა და თბილისის ასტრა პარკში გამართული სპორტულ-გასართობი ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით გაიმართა.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics