07:37 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 12:52:24, 975 ნახვა

რეგიონი
ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება

ქალაქ ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცენტრი ერთდროულად 40 ადამიანის მოემსახურება. ა(ა)იპ „ერთად რეალური ცხოვრებისათვის“ ბულგარეთის მთავრობასთან თანამშრომლობით მზად არიან განახორციელონ პროექტი „თემისა და ინკლუზიური განათლების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის“. დღის ცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 64 შშმ ბავშვს და მათ ოჯახებს დაეხმარება სოციალურ რეაბილიტაციასა და  საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესში.

დღის ცენტრის აღჭურვისა და პერსონალის გადამზადებისათვის სულ მცირე 50 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

სერვისების შექმნაში ორგანიზაციას მხარდაჭერას უცხადებენ დონორი ორგანიზაციები: გაეროს ბავშვთა ფონდის და ბულგარეთის მთავრობა.

ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ  მუნიციპალიტეტებთან სოციალური სერვისების შექმნის საკითხებში. ისინი არაერთი წელია მუშაობენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების/ბავშვების მშობლებთან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“  20 წლის ვადით სარგებლობაში გადასცა ქ. ბორჯომში, დ. აღმაშენებლის ქ. №31-ში, პირველ სართულზე მდებარე 567.09 კვ.მ. ფართი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics