|
2015-04-06 11:29:16, 565 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, სააკაშვილის ჯგუფმა საქართველოში კრიმინალური აზროვნება წაახალისა
„მიხეილ სააკაშვილის და მისი ჯგუფის მხრიდან საკუთარი თავის კანონზე მაღლა დაყენებამ, საქართველოში კრიმინალური დანაშაულებრივი აზროვნება წაახალისა“, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პოლიციელის მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე შეფასებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. „ვხედავ, რომ პოლიცია საკმაოდ ორგანიზებული და მიზანსწრაფულია. გავრცელდა უკვე ინფორმაცია სავარაუდო ეჭვმიტანილის თაობაზე და ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მინდა ვუთხრა ყველას, რომ სააკაშვილის და მისი ჯგუფის მხრიდან საკუთარი თავის კანონზე მაღლა დაყენებამ წაახალისა საქართველოში კრიმინალური დანაშაულებრივი აზროვნება. მოქალაქეებს გაუჩნდათ განცდა, რომ თუ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ასე აბუჩად მოექცნენ კანონებს, სამართალზე მაღლა დადგნენ, რატომ არ შეიძლება სხვა დადგეს კანონზე მაღლა?! ამიტომ, ვფიქრობ, ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები ვიქნებით თუ სხვა პოზიციაზე მოგვიწევს ცხოვრება და მუშაობა, კანონზე მაღლა არასდროს არ დავაყენოთ ჩვენი თავი, ეს ახალისებს დანაშაულს, ეს ქმნის წამქეზებლურ გარემოს, და ეს ქმნის მდგომარეობას, როცა დამნაშავეს უჩნდება განცდა, რომ ისიც შეეცადოს კანონზე მაღლა დადგეს, დაუსხლტეს მართლმსაჯულებას და ისიც გახდეს მოუხელთებელი“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა. შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ცნობისთვის, გუშინ შემთხვევის ადგილას სპეცოპერაცია განხორციელდა, სადაც სამართალდამცველებმა გარდაცვლილი პოლიციელის სავარაუდო მკვლელის პირად ნივთებს მიაგნეს. მოგვიანებით, პროკურატურამ პოლიციელის მკვლელობის ჩამდენი პირის ფოტო გამოაქვეყნა.
თავის ახალ სამშვიდობო გეგმაში აშშ-მ მოსკოვს შესთავაზა დონბასში დემილიტარიზებული ზონის შექმნა, უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა
დათო ტურაშვილი განათლებაზე, წიგნებსა და შვილიშვილთან ურთიერთობაზე
ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა
რუსმა ოლიგარქმა, პირს მორგანთან ინტერვიუში მოუწოდა პუტინს, უკრაინაზე ბირთვული ბომბი ჩამოაგდოს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)