|
2017-03-26 13:21:55, 1727 ნახვა
საზოგადოება
27-28 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან
27-28 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქ თბილისში +7 გრადუსი სითბო იქნება, დღე უნალექოდ ჩაივლის, 27 მარტს ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, თუმცა შესაძლებელია მცირე წვიმა.28 მარტს ხანმოკლე წვიმას ელოდებიან, ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება.29 მარტს გამოიდარებს და ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 26 მარტს +19 გრადუსი იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 27 მარტს +21 გრადუსი სითბო იქნება, თუმცა ზოგგან ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ, 28 მარტს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება. 29 მარტს კი გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში დღეს +15 გრადუსი იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 27-28 მარტს ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ, 29 მარტს კი +12 გრდუსი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში 26 მარტს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და +15 გრადუსი იქნება, 27-28 მარტს ხანმოკლე წვიმა იქნება, 29 მარტს კი უმეტესად უნალექო ამინდსა და +12 გრადუს სითბოს ვარაუდობენ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ბარში 26 მარტს ზოოგან წვიმას ელიან და +19 გრადუსი იქნება, 27-28 მარტს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ხოლო 29 მარტს გამოიდარებს და ტემპერატურა +16 გრდუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში დღეს +17 გრადუსი იქნება და ზოგგან იწვიმებს. 27-28 მარტს უმეტეს რაიონებში წვიმას პროგნოზირებენ, ხოლო 29 მარტს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)