|
2017-03-24 19:45:45, 1143 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზი მარცხდება
24 მარტს მსოფლიოში ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს პენიტენციური სისტემა ჩართულია ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაში და ყველა ის სერვისი, რაც მიეწოდებათ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს სამოქალაქო სექტორში, (გამოკვლევები, მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები), ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პაციენტებისთვისაც. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ამჟამად, ტუბერკულოზით დაავადებული 70 მსჯავრდებული/ბრალდებული მკურნალობს, რომელთაც დაავადების სხვადასხვა ფორმა აღენიშნებათ. მათი უმეტესობა განთავსებულია N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც რეაბილიტირებული სახით 2013 წლიდან ფუნქციონირებს და თანამდროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ფუქციონირებს ორი ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები, რომლებიც ტუბერკულოზის სენსიტიური და რეზისტენტული ფორმებით დაავადებულ პაციენტებს ემსახურება. პაციენტები დაავადების ფორმების შესაბამისად არიან სეპარირებული. ცენტრში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის ხელმისაწვდომია სტომატოლოგიური მომსახურება. ასევე, დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ისეთი დიაგნოსტიკური კვლევები, როგორიცაა: სპირომეტრია, ულტრასონოგრაფია, აუდიომეტრია, რენტგენოგრაფია. რეგისტრირებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაავადების მართვა და მკურნალობა ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებისა და ქვეყანაში აღიარებული უახლესი გაიდლაინების და პროტოკოლების შესაბამისად, განახლებული სქემითა და უახლესი თაობის მედიკამენტებით. პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში ფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც 2015 წლიდან შესაძლებელია ტუბერკულოზის დიაგნოსტირება „GENEXPERT”–ის აპარატით. დიაგნოსტირების ეს ფორმა შედეგის სწრაფად მიღებას უზრუნველყოფს, კერძოდ, 2 თვის ნაცვლად, ტუბერკულოზის დიაგნოსტირება ხდება 24 საათში. დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და მკურნალობის პროცესში დროულად ჩართვა ტუბერკულოზის გავრცელების თავიდან აცილებას და მკურნალობის ეფექტურ შედეგს უწყობს ხელს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ყველა მსჯავრდებულს/ბრალდებულს პენიტენციურ დაწესებულებებში მოხვედრისას სამედიცინო შემოწმება უტარდება. სავალდებულო სამედიცინო შემოწმება მოიცავს ტესტს ტუბერკულოზზე. ასევე, ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის პენიტენციურ სისტემაში ხელმისაწვდომია კვების სპეციალური რაციონი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ტუბერკულოზის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად პენიტენციურ სისტემაში 2013 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ტუბერკულოზის ახლადგამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა, მაგალითად, 2012 წელთან შედარებით 2016 წელს ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 90%-ითაა შემცირებული: 2012 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა - 457 აღსანიშნავია, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2013 წლიდან დღემდე, პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)