|
2015-01-13 13:52:59, 3577 ნახვა
პოლიტიკა
საუდის არაბეთში საქართველოს საელჩომ ფუნქციონირება დაიწყო
საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში საქართველოს საელჩომ ფუნქციონირება დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საელჩოს შენობა განთავსებულია მისამართზე რიადი, ალ-ვურუდი, პრინც ფეისალ ბინ საად ბინ აბდულრაჰმანის ქუჩა N 60. შენობაზე 12 იანვარს ქართული ხუთჯვრიანი დროშა ოფიციალურად აღიმართა. "საქართველოს მისია საუდის არაბეთში 2014 წლის თებერვალში დაფუძნდა. უკვე დასრულდა საელჩოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა პროცედურა. საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანია არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამსრომლობის გაღრმავებისთვის. მისიის მთავარი საქმინობაც საუდის არაბეთის სამეფოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და GCC-სა (Gulf Cooperation Council) და OIC-ის (Organisation of Islamic Cooperation) სამდივნოებთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ იქნება მიმართული. მიმდინარეობს მუშაობა რიადიდან ომანის სასულთნოს, ბაჰრეინის სამეფოსა და იემენის რესპუბლიკის დიპლომატიური გადაფარვის განხორციელების მიზნით. საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩი გახლავთ გიორგი ჯანჯღავა", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)