|
2017-03-24 16:33:52, 1408 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ბაკალავრებისთვის ღია კარის დღეს გამართავს
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ 26 მარტს, 14:00 საათზე, მომავალი ბაკალავრიატებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. ღია კარის დღე საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში (მისამართი: ალ. ყაზბეგის N14ბ) გაიმართება. ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც სურს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის გაგრძელება. აბიტურიენტებს, საბაკალავრო პროგრამას უნივერსიტეტის რექტორი აკაკი ხელაძე გააცნობს, ასევე საშუალება ექნებათ უშუალოდ გაიცნონ მომავალი ლექტორები და დაათვალიერონ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შენობა. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის (BBA) კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დაიკავონ კერძო და საჯარო სექტორში მენეჯერული პოზიციები: მარკეტინგის, მენეჯმენტის და ფინანსების მიმართულებით. ასევე ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში და თავად უხელმძღვანელონ სხვადასხვა ინდუსტრიაში მიკრო და მცირე ბიზნესს. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BBA) წელს 60 სტუდენტს მიიღებს. აღნიშნული პროგრამა 4 წლიანია და სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის, მნიშვნელოვანია სწავლის დაფინანსების სქემა. მიღებული სტუდენტების 10%-ი მიიღებს 100%-იან დაფინანსებას, რაც ნიშნავს, იმას, რომ სრულიად უფასოდ ისწავლის. სტუდენტთა, 20%-ი მიიღებს 50%-იან დაფინანსებას, გადაიხდის სწავლის საფასურის ნახევარს. ყველა სტუდენტი კი ისარგებლებს სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი და მათზე მორგებული გრაფიკით. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BBA) სწავლისას, სტუდენტებს არაერთი უპირატესობა აქვთ. ხარისხიან განათლებასთან და სწავლის დაფინანსების რეალურ შესაძლებლობებთან ერთად, მიიღონ უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება, საუკეთესო ლექტორებისა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მენტორებისგან. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი კი განაპირობებს კურსადამთავრებულების წარმატებით დასაქმების ფაქტორს. დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამასთან (BBA) დაკავშირებით ეწვიეთ: www.bog.edu.ge
(R)
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)