|
2017-03-24 15:49:37, 1267 ნახვა
საზოგადოება
ვიქტორ დოლიძემ კონფერენცია „ევროკავშირი 60 - ევროკავშირის წარსული, აწმყო და მომავალი“ გახსნა
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, რომის ხელშეკრულების 60 წლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინტიტუტის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ევროკავშირი 60-ევროკავშირის წარსული, აწმყო და მომავალი“ გაიმართა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, საქართველო გამოკვეთილი ნაწილია ევროპის და მომავალი წევრი ევროატლანტიკური თანამეგობრობის. „1957 წლის 25 მარტს, 60 წლის წინ, რომში მოეწერა ხელი ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს, შეთანხმებებს. ეს იყო პირველი ორი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის შექმნისა და ამავე დროს ევროპის ატომურ სფეროში თანამშრომლობის ე.წ. ევროატომს, რომელსაც მერე, წლების განმავლობაში, მოჰყვა კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია, კიდევ უფრო მეტი სიძლიერე, კიდევ უფრო მეტი განვითარება, მეტი ეკონომიკა, მეტი სოციალური კეთილდღეობა. ამიტომაც, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ევროპელებთან ერთად თბილისში გვეზეიმა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის გამოკვეთილი ნაწილი ევროპის და საქართველო დარწმუნებული ვარ არის მომავალი წევრი ევროპული და ევროალანტიკური თანამეგობრობის",- განაცხადა დოლიძემ. კონფერენცია ევროკავშირის გამოფენით: "მტკიცე კავშირი, რომელმაც დროს გაუძლო" გაიხსნა, რომელიც ევროკავშირის ისტორიის ძირითად ეტაპებსა და უმნიშვნელოვანეს მიღწევებს ასახავს. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მაოდგილე კარლო ნატალემ, იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. კონფერენციაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გამოწვევები განიხილეს, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA)შესახებ შეთანხმებებთან მიმართებით. ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)