|
2017-03-24 15:17:15, 1235 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები 13-დან 17 მარტამდე, სასწავლო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ. სააგენტოს ინფორმაციით, სასწავლო ვიზიტის მიზანი აშშ-ს საჯარო და კერძო სექტორში არსებული ინოვაციური სახელმწიფო სერვისების, ინოვაციების ეკოსისტემისა და ინოვაციების მართვის მოდელების გაცნობა იყო. შეხვედრები გაიმართა სამთავრობო და არასამთავრობო ინოვაციური ლაბორატორიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ხელს უწყობენ სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების პროცესში მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის უზრუნველყოფას. კერძოდ, სსგს-ს თანამშრომლებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ საჯარო პოლიტიკის ლაბორატორიის, ქცევითი შეფასების გუნდის (აშშ-ს ოფისი), სამთავრობო ლაბორატორიის, ნიუ იორკის უნივერსიტეტის ურბანული მეცნიერების და პროგრესის ცენტრის საქმიანობას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. შეხვედრები გაიმართა ასევე საჯარო უწყებებთან – ნიუ-იორკის მერიის ტექნოლოგიების და ტექნოლოგიების ოფისის და ურბანული მომავლის ლაბორატორიის წარმომადგენლებთან. სააგენტოს თანამშრომლებმა შეისწავლეს მათი მუშაობის სპეციფიკა, გაეცნენ ინოვაციების მართვის მოდელებს, საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) საუკეთესო მაგალითებს და პროექტების ინიცირებისა თუ განხორციელების მეთოდოლოგიებს. შეხვედრების ფარგლებში ასევე ჩატარდა პრეზენტაცია სსგს-ში არსებული ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ. მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი მხრიდან გამოითქვა მომავალში თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი. სასწავლო ვიზიტის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სააგენტოს თანამშრომლებს ხელს შეუწყობს ინოვაციების მართვის პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავებაში და სამოქმედო გეგმის შედგენაში. სასწავლო ვიზიტი განხორციელდა პროექტის „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით.
(NS)
ბათუმში არეულობისას სამი სამართალდამცველი დაშავდა, 16 თურქი გულშემატკივარი დააკავეს
თურქეთის შს მინისტრმა ქართველ კოლეგასთან „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოთქვა
ბათუმში ვითარება კვლავ დაძაბულია - მატჩი შეჩერებული - ვიდეო
სააკაშვილი - ივანიშვილმა ყველაფერი მოსპო, სრულიად დაუცველი დავრჩით გავეშებული რუსეთის პირისპირ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



