20:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 14:30:02, 1563 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ლიგა 2017 იწყება !

25-26 მარტს, „თბილისის ლიგა 2017“ “მარაკანასა” და “ავაზას” სტადიონებზე 09:30 საათიდან აიღებს სტარტს.

თბილისის ლიგა უმაღლესი და პირველი ლიგებისგან შედგება. უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს 10 ოფიციალურად რეგისტრირებული სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი. ხოლო, პირველ ლიგაში 20 ოფიციალურად რეგისტრირებული სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი. უმაღლეს ლიგაში გუნდები იასპარაზებენ ორ, ხოლო პირველ ლიგაში ერთ წრედ.

პარალელურად, გუნდები ოლიმპიური სისტემით იასპარეზებენ „თბილისის მერიის თასი 2017“-ის გათამაშებაში და გამოავლენენ ორ გუნდს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ „მოყვარულთა თასის 2017“ - ის ფინალურ ეტაპზე. სეზონის ბოლოს, თბილისის ლიგისა და თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „თბილისის მერიის სუპერ თასზე“.

თბილისის ლიგა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

თბილისის ლიგის ოფიციალური პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

ლიგის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანიები: „აჭარა“ და „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, Sportstar.ge”,“1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო” და რადიო „ჯაკო“. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics