|
2017-03-23 14:02:53, 1247 ნახვა
საზოგადოება
მთავრობამ სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ კანონპროექტი მისაღებად პარლამენტს გადაუგზავნა
დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ”, რომელიც მისაღებად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადდა, მიზნად ისახავს სავალდებულო სერტიფიცირებას სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას და არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, შენახვასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს. სათესლე მასალის სავალდებულო სერტიფიცირების წინა პროცედურები სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში FAO-ს მხარდაჭერით 2015 წლიდან დაიწყო. სათესლე მასალის სერტიფიცირება წარმოადგენს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილს და ქართველ მწარმოებელს სამამულე პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №569 დადგენილების „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მარცვლეული კულტურების თესლის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება მიმდინარეობს. მარცვლეული კულტურების - ხორბლის, ქერის, სოიას, მზესუმზირის, კარტოფილის სათესლე მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოდ განხორცილდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2018 წლიდან ხორბალის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ, 2015 წლიდან დღემდე შემოწმდა და ინსპექტირება ჩაუტარდა 1500 ჰა მარცვლეული კულტურების სათესლე ნაკვეთს. გაიცა ხორბლის, ქერის, სიმინდის, მზესუმზირის, სოიას და კარტოფილის თესლის პარტიებზე ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი 97 სერტიფიკატი და 25 000 სერტიფიცირებული სათესლე მასალის აღმნიშვნელი ეტიკეტი. ასევე შესწავლილია 40-მდე სანერგე და 15 სათესლე მეურნეობის ზოგადი მდგომარეობა.
(NS)
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)