|
2017-03-23 12:56:35, 1181 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლის 11 ფილიალში გრანტის მისაღებად დევნილთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს
საგრანტო პროგრამის „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ფარგლებში გრანტის მისაღებად დევნილთა განაცხადების წარდგენა 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით უკვე იუსტიციის სახლის 11 ტერიტორიულ ერთეულშია შესაძლებელი: გურჯაანი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისი, მარნეული, თიანეთი, თელავი, ყვარელი და მესტია. საგრანტო განაცხადების მიღება, მიმდინარე წლის პირველი მაისიდან განახლდება და თვის ბოლომდე გაგრძელდება. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის გივი აზაურაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი პირველ რიგში კარგი თანამშრომლობის მაგალითია ორ სახელმწიფო უწყებას - იუსტიციის სახლსა და დევნილთა თანაბარი შესაძლებლობებით საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შორის. „როგორც იცით ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გრანტებზე განაცხადების მიღება იუსტიციის სახლის 11 ფილიალში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ყველა იუსტიციის სახლის ფილიალის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და სწორედ ეს გრანტებიც ამ განსაკუთრებული კატეგორიის დევნილებისთვის არის. ურთიერთთანამშროლობით მეტად უფრო ხელმისაწვდომი ხდება ეს პროექტი და ეს სიკეთე, რომელიც შეიძლება მიიღოს ამ განსაკუთრებული სტატუსის მქონე დევნილმა. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ საკმაოდ მნიშნელოვან თანამშრომლობას სხვა სახელმწიფო უწყებებთანაც რა თქმა უნდა, რათა უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ მოსახლეობას და ჩვენს მოქალაქეებს“,-განაცხადა გივი აზაურაშვილმა. ჯგუფური განაცხადის გაკეთება შეუძლია მინიმუმ სამ დევნილ პირს, რომელთაგან ორი მაინც ერთიანდება პროექტის სამიზნე ჯგუფში. პროგრამის ფარგლებში გრანტები გაიცემა შემდეგ სამიზნე კატეგორიებზე: მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე ან მათი ოჯახის წევრებზე, 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებიც მართავენ ოჯახს დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს, ხანდაზმულ პირებზე, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილებზე. დაინტერესებულ პირებს საგრანტო განაცხადის წარდგენა, იუსტიციის სახლის 11 ფილიალის გარდა, ასევე შეუძლიათ სხვადასხვა საზოგადოებრივ ცენტრებში. დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნვეყოფის სააგენტოში- თბილისის, თამარაშვილის ქ.#15ა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში: აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო, ზუგდიდი, ხუბულავას ქ.#6, იმერეთის,გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო, ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი #27, კაზრეთის, სართიჭალის, მარტყოფის, მეჯვრისხევის, ორსანტიის, კოდის, სადახლოს, დიდი ჯიხაიშის, ჩაქვის, გეგუთისა და გომის საზოგადოებრივ ცენტრებში. სსიპ „იუსტიციის სახლში“ საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღების შესაძლებლობვა ხელს შეუწყობს პროგრამის ხელმისაწვდომობას სამიზნე კატეგორიისთვის. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამას, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ. პროგრამის მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე სახელმწიფოზე დამოკიდებულებიდან თვითკმარობაზე გადასვლის უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში მინიმუმ 600 ბენეფიციარი დაფინანსდება. გრანტის მოცულობა 2500 ლარს შეადგენს. ასევე, შესაძლებელია ჯგუფური განაცხადის დაფინანსება, ერთ ჰგუფზე 5000 ლარის ოდენობით. (NS)
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)