|
2017-03-21 17:35:05, 1220 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია აბანოთუბანში „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია აბანოთუბანში „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისიში მოქმედი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული აზერბაიჯანული ანსამბლები. თბილისის მერმა დავით ნარმანიმ აბანოთუბანში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისში განსხვავებული ეროვნებისა და მრწამსის მოქალაქეთა თანაცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს ტრადიცია მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. „ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ახალ დღეს, ახალ სიცოცხლეს, დღისა და ღამის გათანაბრებას ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამობა დაკავშირებულია სიახლესთან, სიკეთესთან. მე დღეს სიამოვნებით ვუერთდები ამ ზეიმს და მოვედი აქ, რათა მივულოცო ყველას და შევუერთდე საზეიმო განწყობას. კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მეგობრობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერთან ერთად ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე, კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესწრებოდნენ. ნოვრუზ ბაირამი ტრადიციულად 21 მარტს აღინიშნება. 2010 წელს ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში უნდა იყოს მწვანე ჯეჯილი, ასევე იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული. (NS)
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)