|
2017-03-21 16:19:59, 1208 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი: საზღვრის დაცვა ის უწმინდესი საქმეა, საიდანაც ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლა იწყება
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს მესაზღვრეებს პროფესიული დღე სადახლოდან მიულოცა, თავდადებული შრომისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამშობლოს დაცვა სწორედ საზღვრის დაცვიდან იწყება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, თანამედროვე სტანდარტების, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საზღვრის კონტროლის ელექტრონული სისტემა დაათვალიერა, ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს საზღვრის დაცვის უწყების დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და მესაზღვრეებს სიტყვით მიმართა. "თქვენთან ერთად მინდა მივესალმო ყველა მესაზღვრეს და მივულოცო პროფესიული დღე. ძალიან მნიშვნელოვანია ის სამსახური, რომელსაც თქვენ სამშობლოს უწევთ. ჩვენი სამშობლოს საზღვრის დაცვა ის უწმინდესი საქმეა, საიდანაც იწყება სამშობლოს დაცვა, საიდანაც იწყება ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლა. შენი ქვეყნის საზღვარი არის როგორც შენი სახლის, როგორც შენი ოჯახის კედელი, რომლის გადმოლახვის უფლებაც არავის არ უნდა ჰქონდეს, რომლის მტრული მიზნებით გადმოლახვისთვისაც ყველა სასტიკად უნდა დაისაჯოს. მინდა თითოეულ თქვენთაგანს მადლობა ვუთხრა იმ მძიმე და რთული სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს უწევთ. მე აქ ვიყავი ორი წლის წინ და დღეს მიხარია იმ ახალი ტექნოლოგიების ნახვა, რომლითაც კონკრეტულად საზღვრის ეს მონაკვეთია აღჭურვილი. დღეს ქართველი მესაზღვრეები იმ გმირული შრომის პარალელურად, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანას უძღვნიან, ასევე ავითარებენ საზღვრის კონტროლის ახალ ტექნოლოგიებს. ეს საზღვარი, რომელიც სწორედ ამ ახალი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ეს არის მოდელი იმისა, როგორ იქნება დაცული საქართველოს საზღვრის ყოველი მეტრი. მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, განსაკუთრებით, შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან, ასევე ჩვენი სტრატეგიულად მოკავშირე ქვეყნებიდან, რომლებიც გვეხმარებიან ამ მიმართულებით. და ყველაზე მეტი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ადამიანებს, ვინც სამშობლოს დაცვას და სამშობლოს საზღვრის დაცვას თავის ენერგიას, თავის ძალისხმევას ახმარს ყოველდღე. მადლობა სამსახურისთვის ჩემგან პირადად და საქართველოს თითოეული მოქალაქისგან, მისი მშვიდი ძილიც, მისი მოღვაწეობაც დამოკიდებულია თქვენს ფხიზელ მზერაზე. დიდი მადლობა და გილოცავთ კიდევ ერთხელ'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)