|
2015-04-04 15:23:06, 452 ნახვა
პოლიტიკა
დავით საგანელიძე საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მემორანდუმზე საპარლამენტო კომისიის შექმნის წინააღმდეგია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მემორანდუმის საკითხზე, საპარლამენტო კომისიის შექმნის წინააღმდეგია. ამის შესახებ საგანელიძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც საგანელიძემ აღნიშნა, მას არასწორად მიაჩნია ყველა იმ საკითხზე კომისიის შექმნა, რომელსაც ოპოზიცია წამოჭრის. „არ მგონია, რომ ყველა საკითხზე, რასაც ოპოზიცია წამოჭრის პარლამენტმა სასწრაფოდ კომისიები უნდა შექმნას, ეს იქნება უსასრულო და გაუთავებელი კომისიების კასკადი. ეს წარმოუდგენელი თემაა. ასევე, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არ არის ის თემა, რომელზეც ახლა კომისია უნდა შეიქმნას. თუ სასაუბრო იყო ეს თემა, კომისია თავის დროზე უნდა შექმნილიყო და არა მაშინ, როდუნდა შეიქმნას. ამის მომხრე არ ვარ“, - განაცხადა საგანელიძემ. საკითხზე კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის გაუგებარია რას ითხოვენ „თავისუფალი დემოკრატები“ საგამოძიებო, თუ სპეციალური კომისიის შექმნას. „ეს მოთხოვნა არ არის დაყენებული ოფიციალურად. ისიც კი ვერ გავიგეთ, ითხოვს საგამოძიებო კომისიას თუ უბრალოდ კომისიას. აქედან გამომდინარე, როცა შემოვა ეს განცხადება, ამის შემდეგ გვექნება პარლამენტში ამ საკითხზე საუბარი“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ. ცნობისთვის, „თავისუფალი დემოკრატები“ საჰაერო უსაფრთოების შეთანხმებასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ალასანიას თქმით, პარტიის მოთხოვნაა, პარლამენტში შექმნილმა კომისიამ შეისწავლოს თუ რატომ არ მოწერა ხელი საფრანგეთში ამ ხელშეკრულებას. „რადგან ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და ღიად, ამ პოლემიკაში დეტალურად მე ვერ შევალ პრემიერ-მინისტრთან, ჩვენი პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ უახლოეს პერიოდში შეიტანენ პარლამენტში შესაბამის მოთხოვნას, რომ შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის რა პირობებში, როგორ დაიდო ეს მომეორანდუმი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან და რა დააკლდა ჩვენს ქვეყანას იმით, რომ 6 თვის ვადის ამოწურვის შემდეგ არ არის გაფორმებული ეს შეთანხმება. ამის შესწავლის შემდეგ, „თავისუფალი დემოკრატები“ უკვე საზოგადოებას მიმართავენ, როდესაც დაიდება ეს დასკვნა, რასთან გვაქვს საქმე. ვიდრე პოლიტიკურ სრულ უნდობლობას გამოვუცხადებთ პრემიერ-მინისტრს, მე მინდა ასეთი შესწავლა საქართველოს პარლამენტმა ჩაატაროს“, – აღნიშნა ალასანიამ.
თავის ახალ სამშვიდობო გეგმაში აშშ-მ მოსკოვს შესთავაზა დონბასში დემილიტარიზებული ზონის შექმნა, უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა
დათო ტურაშვილი განათლებაზე, წიგნებსა და შვილიშვილთან ურთიერთობაზე
ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა
რუსმა ოლიგარქმა, პირს მორგანთან ინტერვიუში მოუწოდა პუტინს, უკრაინაზე ბირთვული ბომბი ჩამოაგდოს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)