10:51 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 00:22:53, 2053 ნახვა

საზოგადოება
მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! - 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

2006 წლიდან, ყოველ 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. "21" აირჩიეს იმიტომ, რომ მეცნიერების დასკვნით დაუნის სინდრომი ქრომოსომული დაავადებაა. მას იწვევს დამატებითი ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში.

ის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. ასევე არსებობს დაუნის სინდრომის სხვადასხვა შემთხვევები: ტრისომია, ტრანსლოკაცია და მოზაიციზმი.

დაუნის სინდრომს აქვს ყველაზე თვალშისაცემი ფიზიკური გამოვლინება. სინდრომი იწვევს დამახასიათებელ გარეგან ფიზიკურ მახასიათებლებს. დაავადება პირველად აღწერა ჯონ დაუნმა 1866 წელს,ხოლო 1959 ფრანგმა გენეტიკოსმა ჯერემი ლეჟერმა პირველად აღწერა, როგორც ქრომოსომული ანომალია. ჯონ დაუნის შემოღებულია ტერმინი მონღოლიზმი ,რომლითაც ის აღწერდა ამ სინდრომის მქონე ადამიანებს. ასეთი რასისტული მიდგომა გაგრძელდა 1965 წლამდე , როცა მონღოლმა დეპუტატებმა თხოვნით მიმართეს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას ტერმინი ამოეღოთ ხმარებიდან. 1972 წელს ამერიკის მონღოლიზმის საზოგადოებამ გადაირქვა სახელი და მას შემდეგ ჰქვია ამერიკის დაუნის სინდრომის ასოციაცია . 2006 წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.

ყველაზე ხშირად დაუნის სინდრომს უკავშირებენ დედის ასაკს. რაც უფრო ასაკოვანია დედა მით უფრო იზრდება დაავადების რისკი.

ბავშვები დაუნის სინდრომით იბადებიან 700 ბავშვიდან ერთი. 2002 წლისთვის ევროპაში 92% შემთხვევებში დიაგნოზის დასმის შემდეგ ხდებოდა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა.ბოლო მონაცემებით, თუ მამის ასაკი 42-ს ზემოთაა მაშინაც იზრდება რისკი. პრენატალურ პერიოდში ორსულის სისხლის ანალიზში მომატებული პროტეინი-ა და ქორიონული ჰონადოტოპრინი არის დაუნის სინდრომის დამატებითი მახასიათებელი .

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიება იმართება. დღის მთავარი სიმბოლო ფერადი წინდებია. მხარდამჭერები ფერადი წინდების გამოყენებით ფოტოებს იღებენ, რათა სხვა ადამიანების ყურადღება მიიქციონ. 

​საქართველოში წელს პირველად პარლამენტის თბილისის შენობაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გაიმართება კონფერენცია, სადაც თავად დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა სპიკერები წარსდგებიან მთავრობის წევრების დიპლომატიური კორპუსის პარლამენტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების წინაშე.

2017 წლის მესიჯია - „ჩემი ხმა საზოგადოებაში“. იგი ინიცირებულია დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. უკვე მეოთხე წელია, რაც დამკვიდრდა უთვალავი წინდის ტრადიცია „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის უცნაური ტარებით, როგორც აღვნიშნეთ,  ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღის არსებობა გამოწვეულია სწორედ დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების გამო მთელს მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებული სამყარო ძალიან ბევრს შრომობს დს ადამიანთა სრულფასოვან ინტეგრაციასა და ჰარმონიულ თანაცხოვრებაზე საზოგადოებაში, პრობლემები საზოგადოების მხრიდან სტიგმები და გაუცხოება მაინც არსებობს.

,,საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის’’ ინიციატივით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად გეგმავს შემდეგ ღონისძიებებს: 11:30 სპეციალური მაისურებით მსვლელობა, ფლაერების დარიგება. 12:00 სპექტაკლი თოჯინების თეატრში დაუნის სინდრომის მქონე და შშმ ბავშვებისთვის. ღონისძიებათა მიზანი ერთი მხრივ საზოგადოების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებას და მხარდაჭერის მოპოვებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათი სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხის ზრდას იწვევს.

აჭარის სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აჭარაში შულ რეგისტრირებულია 33 დაუნის სინდრომის მქონე პირი, მათ შორის 25 - 15 წლამდე ასაკისაა. ღონისძიების მონაწილეები არიან: შპს. უნიმედი აჭარა - ,, ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრი“; ბათუმის განათლების, განვითარებისა და სასაქმების ცენტრი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი