16:16 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 16:32:07, 2474 ნახვა

საზოგადოება
სალომე ბალაშვილი: “მადლობა “პანცილიონს“ ამისთვის“...

“გადავწყვიტე აქედანვე მომეძებნა ისეთი სამსახური, სადაც პრაქტიკას გავივლიდი და კვალიფიკაციას ავიმაღლებდი“... - ამბობს სალომე ბალაშვილი, რომელიც “პანცილიონის“ გუნდს რამდენიმე თვის წინ შემოუერთდა.

  • სალომე, “პანცილიონში“ როგორ მოხვდი?
  • ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მე-4 კურსზე, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე. შესაბამისად, გადავწყვიტე აქედანვე მომეძებნა ისეთი სამსახური, სადაც პრაქტიკას გავივლიდი და კვალიფიკაციას ავიმაღლებდი. გავიგე, რომ “პანცილიონს“ ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული კონსულტანტის ვაკანსიაზე, გამოვაგზავნე CV და გამიმართლა...
  • რამდენი ხანია რაც “პანცილიონის“ გუნდს შემოუერთდი?
  • ჯერ ერთი წელიც არაა. ასე რომ, ახალბედა ვარ... ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. თუმცა თავიდან იყო გარკვეული სირთულეები, ჩემი გამოუცდელობიდან გამომდინარე, მაგრამ მონდომება და შრომისმოყვარეობა დამეხმარა პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. რაც მთავარია, ძალიან დამეხმარა ის გუნდი, რომელიც უკვე მუშაობდა ამ მაღაზიაში. ყველა მათგანი გვერდში მედგა  და მეხმარებოდა.
  • როგორ ახერხებ სწავლის და მუშაობის შეთავსებას?
  • პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ ამაში ძალიან მიწყობს ხელს კომპანიის ხელმძღვანელობა და ჩემი თანამშრომლები. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მივიღო თეორიული ცოდნა უნივერსიტეტში, პარალელურად გავიარო პრაქტიკა სამსახურში და ჩამოვყალიბდე ნამდვილ პროფესიონალად. მადლობა “პანცილიონს“ ამისთვის...
  • ყოველდღე გიწევს მომხმარებელთან “პანცილიონში“ წარმოდგენილი ავეჯის შესახებ საუბარი, ცოტა რამ ჩვენს მკითხველსაც მოუყევით...
  • “პანცილიონშიწარმოდგენილია უმაღლესი  ხარისხის, ნებისმიერი სახეობისა და დიზაინის, საოჯახო თუ საოფისე ავეჯი. ჩვენი ასორტიმენტის მრავალფეროვნება ჯდება მრავალ სტილსა და  დიზაინში, ხოლო მისი მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები  სრულად შეესაბამება ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნას. გარდა ამისა, ჩვენთან შეგიძლიათ შეუკვეთოთ რბილი ავეჯი, ნებისმიერი დიზაინით და არასტანდარტული ზომებით. სამზარეულოები - თქვენთვის საურველი დიზაინის სამზარეულო სტანდარტული ქარხნული მოდელის ფასად... მოკლედ, “პანცილიონში“ შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი რასაც ეძებთ თქვენი სახლისა თუ ოფისისთვის.

პანცილიონი“ : “ავეჯი არის ხელოვნება“

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics