16:16 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 14:06:45, 1226 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა და „ანტრე 2008“-მ ბავშვთა დასახმარებლად ერთობლივი პროექტი დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ და „ანტრე 2008“-მ, მედიაციის სახლის ბენეფიციარების დასახმარებლად ერთობლივი პროექტი დაიწყო.

მისი მიზანია დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბაზაზე არსებული მედიაციის სახლის ბენეფიციარების, მათ შორის, არასრულწლოვანი გოგონებისა და ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა.

შპს „ანტრემ“ მედიაციის სახლში პირველი პროდუქცია უკვე მიიტანა და მრავალფეროვანი ასორტიმენტით 40 ბენეფიციარს გაუმასპინძლდა.  შიდა სტანდარტის მიხედვით, კომპანიას ყოველდღიურად აქვს რესურსი, რომ თავისი მაღალი ხარისხის მზა პროდუქცია, გარკვეული პირობების დაცვით, მედიაციის სახლის ბენეფიციარებს მიაწოდოს. შპს „ანტრე 2008“ მედიაციის სახლში, არასრულწლოვან ბენეფიციარებს ყოველკვირეულად უმასპინძლებს.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და შპს „ანტრე 2008“-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 13 მარტს გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ანტუან ბარდონი და კომპანია „ანტრეს“ პარტნიორი ჟან-მიშელ შარლი დაესწრნენ.

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მედიაციის სახლში 2014 წელს დაფუძნდა „დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველო“, რომლის ფუნქციად რისკის ქვეშ მყოფი, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება განისაზღვრა. შარშან მედიაციის სახლი 415 არასრულწლოვანს (225 გოგონა, 190 ვაჟი) მოემსახურა, რომელთაგან 89 მიუსაფარი ბავშვი იყო; ასევე, სერვისი მიიღო 28 მშობელმა და განათლების სისტემაში დასაქმებულმა ბავშვებთან მომუშავე 282-მა პროფესიონალმა.

მედიაციის სახლში არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. ცენტრი არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics