|
2017-03-17 18:34:40, 982 ნახვა
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: „ნაციონალების“ მიერ ზურაბ პატარაძის მისამართით გაჟღერებული ბრალდება, მორიგი სპექტაკლია
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვლადიმერ მგალობლიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერის ელგუჯა ბაგრატიონის ბრიფინგს გამოერხმაურა. როგორც მგალობლიშვილმა აღნიშნა, გაჟღერებული ბრალდება, რომ თითქოს ზურაბ პატარაძე ქალაქში 2 საათზე შემოვიდა და მანამდე იმალებოდა, ეს არის მორიგი სპექტაკლი და სიცრუის ტირაჟირება. „გვსურს გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ რამდენიმე წუთის წინ გაჟღერებულ ბრალდებას, სადაც ისინი ამბობენ, რომ ზურაბ პატარაძე ქალაქში შემოვიდა 2 საათზე და მანამდე იმალებოდა, არ ჩნდებოდა. ეს მათი მორიგი სპექტაკლი და სიცრუის ტირაჟირება, სამარცხვინო განცხადებაა. ისინი დღეგამოშვებით უკვე დღეში ორჯერ იტყუებიან. ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ატყუებენ და რა სიცრუეში აცხოვრებდნენ ხალხს. სიტყვები რომ მხოლოდ სიტყვები არ იყოს, ჩვენ წარმოგიდგენთ მტკიცებულებას იმისა, თუ როდის ჩამოვიდა ბატონი ზურაბ პატარაძე, რაც დაადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის მატყუარა, არის სამარცხვინო და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რა ეჭვიც გვქონდა ჩვენ გამართლდა და ეს აქცია მათი ორგანიზებულია. სამი დღეა ისინი სიცრუის ტირაჟირებას აგრძელებენ. ეს არის სამარცხვინო პარტია, ყველა უნდა გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“,-განაცხადა მგალობლიშვილმა. მისივე განცხადებით,“ნაციონალები“ სამარცხვინოდ ტყუიან და ქართული საზოგადოება სამარცხვინოდ შეჰყავთ შეცდომაში. „როდის ჩამოვიდა ბატონი ზურაბ პატარაძე: მე მაქვს ხელთ ბატონი ზურაბ პატარაძის ბილეთი, ის საქართველოში, კერძოდ თბილისში ჩამოვიდა 04:55-ზე, დილის 5 საათზე. შემდეგ უკვე დილის 5 საათზე ჩარტერული რეისით თბილისიდან ჩამოფრინდა ბათუმში და 7-ის 15 წუთზე უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ჩვენ უკვე ვმართავდით იქ შეხვედრას. „ნაციონალური მოძრაობა" დღეს აჟღერებდა, რომ ის საქართველოში ღამის 2 საათზე ჩამოვიდა. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ „ნაციონალები“ სამარცხვინოდ ტყუიან და ქართული საზოგადოება სამარცხვინოდ შეჰყავთ შეცდომაში. მინდა მოვუწოდო მათ მხარდამჭერებს, გაემიჯნონ ამ სამარცხვინო პარტიას, რომელსაც დღეს კიდევ ერთხელ ვამხელთ. ისინი 9 წლის მანძილზე სპექტაკლებს დგამდნენ, ზურაბ პატარაძე ჩამოვიდა თბილისში 04:55-ზე. შეუძლიათ გამოითხოვონ საზღვრის კვეთის ოფიციალური დოკუმენტაცია, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ისინი ცრუობენ“,-აღნიშნა მგალობლიშვილმა. (NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)