07:12 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 17:00:34, 2193 ნახვა

სამართალი
სამეგრელოში მომხდარი ყაჩაღობის და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული პ.დ. და 1986 წელს დაბადებული რ.მ. ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 15 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1942 წელს დაბადებული მ.ჩ.-სა და 1940 წელს დაბადებული ც.ჩ-ს სახლს, სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ერთ-ერთი ქალბატონი - მ.ჩ. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

პოლიციამ, პ.დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ „აბრეზი“ ამოიღო. რ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 9,0012 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.

მათივე ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რ.მ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 236-მუხლის მე-2 ნაწილით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics