|
2017-03-17 10:55:06, 1276 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი, მშენებარე ტერმინალი დაათვალიერა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 000 კვ. მეტრის ფართობზე მოფრენის ახალი ტერმინალი შენდება, რომელსაც ახალი ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, თვითმფრინავის 5 ახალი სადგომი, F კოდის თვითმფრინავებისთვის გათვლილი, 105 მეტრის სიგრძის ბარგის ე.წ. „კარუსელი“ და 250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი ექნება. ტერმინალის მშენებლობის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ მშენებარე ტერმინალი მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილთან, ასევე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების,“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „საქაერონავიგაციისა“ და „ტავ ურბან ჯორჯიას“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. მოფრენის ახალ ტერმინალს კომპანია „ტავ ჯორჯია“ აშენებს, რისთვისაც 33 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის 27 ივნისს დაიწყო. ტერმინალის მშენებლობაზე ამჟამად 500 ადამიანია დასაქმებული. მოფრენის ახალი ტერმინალის დასრულება 2017 წლის სექტემბერში იგეგმება, თუმცა, როგორც „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, შესაძლოა მშენებლობა უფრო ადრე - 2017 წლის ივნისში დასრულდეს. „ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება და აეროპორტი - ეს არის ჩვენს ქვეყანასთან ტურისტის პირველი შეხება. აქ სერვისების ხარისხს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჭირო გახდა დამატებითი ტერმინალის აშენება, რაც 12 000 კვადრატულ მეტრზე ხორციელდება. აქ გადმოვა ტექნოლოგიების გარკვეული ნაწილი და ვფიქრობ, ჩამოსულ მგზავრებს ბევრად უფრო მაღალი დონის სერვისს მივაწოდებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში ექნება ჩასხდომის 5 ხიდი და 6 „Bus Gate“. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ორივე ტერმინალი წელიწადში 3. 500 000 -ზე მეტ მგზავრს მოემსახურება. „ვფიქრობთ, რომ 2017 წლის ივნისისთვის შევძლებთ ტერმინალის დასრულებას და უკვე გვექნება საშუალება მოვემსახუროთ 3,5 მლნ, მგზავრს. ახალი ტერმინალი მათ მისცემთ საშუალებას, იმგზავრონ უფრო კომფორტულად, გაჩნდება დამატებითი შესაძლებლობა, შემოვიდნენ ახალი ავიაკომპანიები და გაიზარდოს სიხშირეები. მოფრენის ახალი ტერმინალი შედგება როგორც სერვის-შენობისგან, ისე ძირითადი შენობისგან, რომელიც არის სამსართულიანი. აქედან ერთი სართული მოემსახურება გაფრენა-მოფრენას, ხოლო დანარჩენი ორი სართული მოემსახურება მოფრენას“, - აღნიშნა „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)