|
2015-04-03 18:56:30, 1142 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცისკარიშვილი: ვისაც კულტურულ მემკვიდრეობას დოლარი ურჩევნია, ქართულ საზოგადოებაში მყარი საყრდენი ვერ ექნება
„ვისაც კულტურულ მემკვიდრეობას დოლარი ურჩევნია, მას დიდხანს ვერ ექნება მყარი საყრდენი ქართულ საზოგადოებაში“, – ასე ეხმაურება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი კომპანია „RMG Gold” –თან დაკავშრებით პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. როგორც ცისკარიშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, პრემიერი თუ საყდრისთან დაკავშირებით სამართლიანობის დარღვევაზე საუბრობს, გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა უნდა მიეღო. თუმცა, მისივე შეფასებით, ღარიბაშვილს ამ თემის ირგვლივ დისკუსიაში „წარმატების მიღწევა“ გაუჭირდებოდა. „ამ საკითხში ვერ დავეთანხმები პრემიერ–მინისტრს. მართალ ადამიანს ძალიან მარტივად შეუძლია საკუთარი სიმართლის დადგენა. მაგრამ თუ სამართლიანობის დარღვევაზე აგებს თავის ფრაზეოლოგიას, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და მიიღოს მონაწილეობა იმ დისკუსიაში, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს ქვეყანაში. ნათქვამია, ასჯერ გაზომე, ერთხელ გასჭერიო. მაგრამ როდესაც ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში ტრიალდება ოფიციალური გადაწყვეტილებების კორიანტელი და სასამართლოსგან დაუკითხვაად... აბუჩად იგდებს მის გადაწყვეტილებას, ცხადია ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას, შეკოწიწებულ დემოკრატიას ბევრად მეტი ზიანი ექნება. გამომდინარე იქიდან, რომ იმ ტერიტორიის ძალიან მცირე მონაკვეთზეა საუბარი, სადაც შესაძლოა, ამ კომპანიამ იმოქმედოს, რატომღაც მაინცდამაინც იმ მცირე ტერიტორიაზე აქვთ მიტანილი იერიში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და მათი სპეციალისტების რწმუნებით, რეალურ ისტორიულ, კულტურულ სიმდიდრეს წარმოადგენს და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის. ვისაც დოლარი ურჩევნია კულტურულ მემკვიდრეობას, მას დიდხანს ვერ ექნება მყარი საყრდენი ქართულ საზოგადოებაში“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა. მან აქვე დასძინა, რომ პრემიერ–მინისტრი არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლებას, არამედ საკანონმდებლო ორგანოსაც ხელმძღვანელობს. რადგან, ცისკარიშვილის თქმით, პარლამენტში საყდრისთან დაკავშრებით დროებითი საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ არ არის შექმნილი. „ეს მინიშნება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პრემიერ–მინისტრი არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლების, უმრავლესობის აზრთა გამრიგეც გახლავთ და ადვილად გამოსაცნობია ის განწყობები და პირში ჩავარდნილი ენა, როცა ამ საკითხის გარშემო დადუმებულია საპარლამენტო უმრავლესობა, ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარს ამბობს და კომისიის შექმნას არ აპირებს“, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა. ცნობისთვის, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთელი ბონლისის რაიონი „RMG Gold“–ის მუშაობაზეა დამოკიდებული, რადგან ამ კომპანიას 3000 ოჯახი ჰყავს დასაქმებული. ხოლო, ის რაც ბოლნისის საწარმოსთან მიმართებაში მოხდა, ამით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
თავის ახალ სამშვიდობო გეგმაში აშშ-მ მოსკოვს შესთავაზა დონბასში დემილიტარიზებული ზონის შექმნა, უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა
დათო ტურაშვილი განათლებაზე, წიგნებსა და შვილიშვილთან ურთიერთობაზე
ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა
რუსმა ოლიგარქმა, პირს მორგანთან ინტერვიუში მოუწოდა პუტინს, უკრაინაზე ბირთვული ბომბი ჩამოაგდოს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)