|
2015-01-13 12:54:24, 3689 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონელ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ტაავი რიივასს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. "მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ყოველგვარი გადამეტების გარეშე, არის საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორი და ერთგული მეგობარი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა. საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა პოლიტიკური, თავდაცვის, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით კიდევ უფრო გაღრმავდება და სრულიად ახალ განზომილებას შეიძენს. ორი ქვეყნის სამაგალითო ურთიერთობასა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა ესტონეთის პრემიერმა. "ნება მომეცით, ვთქვა საქართველოს მომავლის სადღეგრძელო, იმ ევროპული მომავლის, რომელიც არჩეულია ქართველი ხალხის და ხალხის მიერ არჩეული პოლოტიკოსების მიერ და არავის, არც ერთ მეზობელს არ აქვს უფლება, ჩაერიოს თქვენს არჩევანში",- განაცხადა ტაავი რიივასმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)