|
2017-03-15 12:36:58, 2563 ნახვა
საზოგადოება
ზაფხულიდან მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა უფასო გახდება
მეტადონით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამას ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ქვეკონტრაქტორის გარეშე განახორციელებს, - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კილაძემ აღნიშნა, მიმდინარე წლის ზაფხულიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში ბენეფიციარის მიერ თანაგადახდა გაუქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამაში მონაწილეობა აბსოლუტურად უფასო ხდება. კილაძის განმარტებით, ხარჯს შესაბამისი პროგრამა გასწევს, რომელიც ბიუჯეტიდან უკვე განსაზღვრულია. „პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გაიხსნა ცენტრის ორი ახალი განყოფილება. ჩვენი განყოფილებების რაოდენობა თბილისში გახდა 7. თბილისის გარდა მოცული გვაქვს 9 ქალაქი. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ჩვენი ბენეფიციარებისთვის გახლავთ უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. მეორე სიახლე, რის შესახებაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არის ის, რომ მიმდინარე წლის ზაფხულიდან, მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში ბენეფიციარების მიერ თანაგადახდა გაუქმდება და მათთვის მონაწილეობა აბსოლუტურად უფასო გახდება. ამ პროგრამას შესაბამისად მოემსახურება ჩვენი ცენტრი. ეს მნიშვნელოვანი ამბავია, რაც განსაზღვრავს პაციენტებისთვის ფინანსურ ხელმისაწვდომობას. ჩვენი პოზიცია გახლავთ ასეთი, რომ ხელი შევუწყოთ მეტი ბენეფიციარის ჩართავს ამ პროგრამაში და მეტმა მიიღოს ეს სერვისი“, - განაცხადა კილაძემ. ცნობისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი თერაპიის პროგრამაში სულ 3000-მდე ბენეფიციარს ემსახურება. ამ დროისთვის სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, თბილისის მასშტაბით მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის 7, ხოლო რეგიონებში - თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი, ქობულეთი, ბათუმი და ზესტაფონი, სულ 9 განყოფილება ფუნქციონირებს. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების კომპონენტის ფარგლებში, მომსახურებისთვის ვაუჩერის ღირებულება 215 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის პაციენტის მხრიდან თვის განმავლობაში თანაგადახდა 110 ლარს შეადგენს. თანაგადახდა არ ეხებათ აივ ინფიცირებულებს და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აღემატება. მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარების საყურადღებოდ - 16 მარტიდან ბენეფიციარები, რომლებიც სერვისს იღებდნენ ურანტის კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე განყოფილებაში, უნდა მივიდნენ რევაზ ლაღიძის 8 ნომერში, რუსთაველზე, ოპერის უკან, ხოლო ურანტის ვაზისუბნის განყოფილების ბენეფიციარები სერვისს მიიღებენ ვაზისუბანში, მიტროფანე ლაღიძის 6/7ა-ში გახსნილ ახალ განყოფილებაში. რაც შეეხება ნუცუბიძის განყოფილების ბენეფიციარებს, ცენტრი მათ სთავაზობს ქავთარაძის 21ა-ში მდებარე განყოფილებას. სერვისის მისაღებად საჭიროა ფორმა ასი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)