|
2017-03-13 23:19:08, 2108 ნახვა
სამართალი
პროკურორი: გიორგი მამალაძემ ვერც ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა
ჩვენს მიერ დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას გიორგი მამალაძემ დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა, - ამის შესახებ „ციანიდის საქმის“ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა განუცხადა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, მთელი ის ინფორმაცია, რაც გიორგი მამალაძემ მათ მიაწოდა, არის მისი უსუსური მცდელობა, სხვას გადააბრალოს მისთვის ბრალად შერაცხული და თავი დააღწიოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. "მისი ნაამბობი მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და იმ ჩანაწერებთან, რომელიც ჩვენ გავასაჯაროეთ. მთელი ის ინფორმაცია, რასაც გიორგი მამალაძე გვაწვდის, არის მისი უსუსური მცდელობა, სხვას გადააბრალოს მისთვის ბრალად შერაცხული და თავი დააღწიოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. ბრალდებულის ჩვენება მთლიანად აბსურდულია. იგი თავიდან ამბობდა, რომ შორენა თეთრუაშვილი ციანიდის შეძენას მისი ახლობელი ოქრომჭედლისთვის ცდილობდა, შემდეგ განაცხადა, რომ ციანიდით შორენა თეთრუაშვილი აპირებდა თვითმკვლელობას. მან კიდევ ერთი ვერსია მოიფიქრა, ვითომდა გავრცელებულ ჩანაწერებში ის ხუმრობდა”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)