|
2017-03-13 17:44:07, 1168 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ხვალ კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი გაიმართება
ხვალ თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ იბერიაში კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი ჩატარდება კონფერენციას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის. მოგვიანებით ლევან დავითაშვილი რძის სექტორის განვითარების საკითხზე პრეს კონფერენციას გამართავს. ცნობისთვის,კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი წარმოადგენს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი ინიციატივას, რომელიც ხორციელდება „სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით“ პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მთავარი კომპონენტია რძის სექტორში დასაქმებული ქართველი ფერმერებისთვის სწავლება და ცოდნის გადაცემა. კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული რძის ბიზნესის გლობალურ ტენდენციებზე, უახლოეს ტექნოლოგიებზე და საბაზრო ინფორმაციის ინსტრუმენტებზე. ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 250 მონაწილე, მათ შორის მერძევე კომერციული ფერმერები, გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენელები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და სხვა აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნებიდან, პოტენციური ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების და ხელისუფლების წარმომადგენლები. საქართველოს გააჩნია მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რძის წარმოებისთვის იდეალური აგრო-კლიმატური პირობები და მაღალი საბაზრო მოთხოვნა რძის პროდუქტებზე, რაც ამ სექტორს მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის. (NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)