|
2017-03-12 20:56:21, 2817 ნახვა
სამართალი საზოგადოება
შსს: დაკავებული 40 პირიდან სასამართლომ 7 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გუშინ აქციაზე დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულებიდან 7 პირი გათავისუფლებულია. "შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამართალდამცველების მიერ დაკავებული 40 პირიდან სასამართლომ 7 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დანარჩენები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ", - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და კონკრეტული პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ცნობისთვის, ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)