06:16 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 12:47:42, 2427 ნახვა

სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 13 მარტს განახლდება

მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა 13 მარტს განახლდება.

როგორც „იმედს“ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, დაკითხვა ორშაბათს, 10:00 საათზეა ჩანიშნული.

ამასთან, ადვოკატების განცხადებით, მამა გიორგი უკვე ორი დღეა ჩვენების მისაცემად მზად არის.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics