|
2017-03-07 14:06:11, 2136 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ გახსნა
თბილისში ყოველწლიური, ოთხდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ გაიხსნა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით,ღონისძიებაში საქართველოსა და 18 ქვეყნის, მათ შორის, პოლონეთის, საბერძნეთის, მოლდოვის, თურქეთის და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენელი პოლიციელი ქალები მონაწილეობენ. მათივე ცნობით, კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დიდი ძალაა, რომ მის რიგებში მამაკაცებთან ერთად პროფესიონალი ქალბატონები არიან. „ეს დასავლური სტანდარტია, რომელსაც ვუფრთხილდებით და რომლითაც ვამაყობთ.საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ამოცანა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა უფლებების დასაცავად ჩამოყალიბებული პოლიტიკის რეალიზაციაა. ამ მიზნით, უახლოეს წარსულში რიგი საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებები გატარდა და მომავალშიც განხორციელდება. უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ევროპის საბჭოს ე.წ.”სტამბულის კონვენციის” ხელმოწერა და თანმდევ ნორმატიულ აქტებში, გენდერული მგრძნობელობის გაზრდის კუთხით, შესაბამისი ცვლილებების მომზადება,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. კონფერენციაზე, ასევე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კახეთის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - მაია ჯავახიშვილის ხსოვნას. კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“, საქართველოს შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველი წლის მარტში იმართება და სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. კონფერენციის ფარგლებში, ქალი-სამართალდამცველები პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით გაიუმჯობესებენ იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რაც საჭიროა მათი ეფექტიანი მუშაობისთვის და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)