|
2017-03-06 19:26:27, 2278 ნახვა
სამართალი
ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი წერილის დეტალებზე საუბრობს
ქიბარ ხალვაშმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წერილით მიმართა და „რუსთავი 2“-ის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა. სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მან კურიერის კორესპონდენტთან კომენტარი გააკეთა. „რუსთავი2“-თან საუბრისას ხალვაშმა ის დეტალები განმარტა, რომელზეც მის მიერ სტრასბურგში წარდგენილ წერილშია საუბარი. "რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით წარმოიშვა პრობლემა, რის შემდეგადაც მე გავხდი ლტოლვილი, გერმანიაში როდესაც ლტოლვილად სტატუსი მომანიჭეს. აქ ჩავაბარე საბუთები და ყველა ინფორმაცია მივაწოდე, ეს ინფორმაცია მივაწოდე, რომ მე ვიდევნებოდი და ვიყავი ძალადობის მსხვერპლი სააკაშვილის მხრიდან, რის გამოც მომიწია არა მარტო ტელევიზიის, არამედ სხვა ბიზნესების დაკარგვაც, იყო დაპატიმრებული ჩემი პარტნიორები, ჩემი ძმა. იყო შანტაჟი და გამოძალვა და ხალხი აყავდათ მძევლებად რომ რაღაცა მიეღოთ ჩემგან. ეს მოყოლილია დასაბუთებულია და კიდევ გადავცემ იმ საბუთს,"-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. შეკითხვაზე "რატომ არ აძლევს ინტერვიუს რუსთავი 2-ს და კომენტარს ყოველთვის სხვა მედიასაშუალებებთან რატომ აკეთებს," მან უპასუხა, რომ განცხადებას სხვა მედიასაშუალებებთან თავდაცვის მიზნით აკეთებს. „ხანდახან ლანძღვა-გინება რომ გაუსაძლისი ხდება, პატარა კომენტარს მივცემ ხოლმე რომ ძალიან არ მიმწიხლოთ თქვენ და თქვენმა სტუმრებმა სპეციალურად შეგროვებულებმა,“-აცხადებს ხალვაში „კურიერთან“ . „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ხალვაშმა ასევე აღნიშნა, რომ შეთავაზება დვალთან და აქიმიძესთან ძალაში რჩება.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)