02:30 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 15:01:30, 2703 ნახვა

სამართალი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პლურალისტულ მედიაგარემოს საფრთხეს უქმნის

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც ქარტიის განცხადებაშია აღნიშნული, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება  საქართველოში პლურალისტულ მედიაგარემოს საფრთხეს უქმნის.

„საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისადმი კრიტიკული ძლიერი ეროვნული მაუწყებლის ფუნქციონირება. ამასთან, აუცილებელია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, თითოეული ჟურნალისტის სიტყვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების დაცვა.

მედიაპლურალიზმის ხელყოფა, პირველ რიგში, მნიშვნელოვნად დააზიანებს მაყურებლის, საზოგადოების უპირატეს ინტერესს, მიიღოს მრავალმხრივი და მისთვის სასურველი და საინტერესო ინფორმაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics