|
2017-03-01 14:58:28, 2070 ნახვა
სამართალი
ე.წ. მატროსოვის ციხეში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან
ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძეა მოთავსებული, პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა #9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც ნორმაშია და მას აქვს შესაძლებლობა, გამომძიებლებს ჩვენება მისცეს. „იმედი გვაქვს, რომ ამჯერად მნიშვნელოვან კრიტიკულ კითხვებს ბრალდებული პასუხებს გასცემს. ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, ველოდებით მისგან პასუხებს“, - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა. ჟურნალისტების კითხვაზე, დაცულია თუ არა გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოება, პროკურორმა განაცხადა, რომ ის შეხვდება გიორგი მამალაძეს და გამოკითხავს მისი ოჯახის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. პროკურატურის წარმომადგენლებისა და ადვოკატებისთვის ამ დრომდე უცნობია, მისცემს თუ არა დეკანოზი დღეს ჩვენებას. თუმცა, როგორც საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დეკანოზმა, გიორგი თევდორაშვილმა მამა გიორგის მონახულების შემდეგ განაცხადა, ბრალდებული ჩვენების მიცემას დღეს არ აპირებს. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)