|
2017-02-28 16:42:52, 968 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე „ყაზმუნაი გაზის" ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
ყაზახეთის რეპუბლიკაში აჭარის ა.რ. მთავრობის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ყაზახური კომპანია „ყაზმუნაი გაზის" ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მ/შ რევაზ საყვარელიძე, კომპანია ,,ყაზმუნაი გაზის" გენერალური დირექტორები დიმაშ გაბიტოვიჩი და მინბაევ საუატ მუხამედბაევიჩი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ზურაბ პატარაძის თქმით, საქართველო რეგიონში ბიზნესწარმოების და სატრანზიტო მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას წარმოადგენს. „ საქართველოს აქვს სრული პოტენციალი ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად. სატრანზიტო და ტვირთბრუნვის მიმართულებით ბათუმის საზღვაო პორტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მიმდინარე პროცესშია ბაქო-თბილისი-ყარსის შემაერთებელი ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტი. მატარებლის შემოსვლა ჩინეთიდან საქართველოში ხდება მხოლოდ 9 დღეში. საქართველოს გავლით სარკინიგზო მარშრუტი მიჩნეულია ყველაზე მოკლე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მარშრუტად"- აღნიშნა აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ და საუბარი რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შესახებ გააგრძელა. ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მონაწილეებს აჭარის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მისი თქმით, დაგეგმილია აჭარის რეგიონის მაღალმთიანი ნაწილის გაზიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს მაღალმთიან აჭარაში არსებული სამთო-სათხილამურო კურორტების და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. „მაღალმთიან აჭარაში მართლაც რომ უდიდესი პოტენციალია ტურისტული და საინვესტიციო მიმართულებით. უნიკალური კურორტი „გოდერძი" წლის ოთხივე სეზონზე ტურისტებისათვის მიმზიდველი ადგილია. დაწყებულია მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობა. აღნიშნულ ზონებში მნიშვნელოვანია დაჩქარდეს გაზიფიცირების პროცესი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. მთავრობის თავმჯდომარემ ყაზახური კომპანიის წარმომადგენლებთან ქობულეთის ფიჭვნარის საზღვაო ზოლის მიმზიდველ პოტენციალზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქობულეთის ფიჭვნარი გულ-სისხლ-ძარღვთა და ფტიზიო-პულმონოლოგიური დაავადებების უნიკალურ სამკურნალო საკურორტო ზონას წარმოადგენს. საკურორტო ზონაში მოქნილი და მარტივი საკანონმდებლო რეგულაციები მოქმედებს, რაც კიდევ უფრო ზრდის აღნიშნული კურორტის საინვესტიციო მიმზიდველობას. ყაზახეთის ერთ-ერთ მსხვილ კომპანია „ყაზმუნაი გაზის" წარმომადგენლებთან შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. (NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)