|
2017-02-28 15:18:38, 2456 ნახვა
სამართალი საზოგადოება
პრეზიდენტი პროკურატურისა და დაცვის მხარის გარდა, ყველას მოუწოდებს, ე.წ. ციანიდის საქმეზე განცხადებებისგან თავი შეიკავონ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე ძალიან სენსიტიური საკითხია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ განუცხადა. გიორგი მარგველაშვილმა დაცვისა და ბრალდების მხარის გარდა, ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, ცოტა ხნით მაინც, საჯაროდ განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ. „ძალიან სენსიტიურია ეს თემა. პრეზიდენტის სახელით მინდა განვაცხადო - ამ საქმეში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გარდა ოფიციალურად ჩართული მხარეებისა, რაშიც იგულისხმება პროკურატურა და დაცვის მხარე, პრეზიდენტი მოუწოდებს, ცოტა ხნით მაინც შეიკავონ თავი განცხადებებისგან იმისთვის, რომ გამოძიებას და დაცვას მიეცეს საშუალება ეფექტურად განახორციელონ საქმიანობა", - განაცხადა მიშველაძემ. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისი დაკითხვა უკვე მეორე დღეა იურისტების თანდასწრებით მიმდინაროებს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)