07:12 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 09:09:20, 1240 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, კლუბ „არენაში“ გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში,ღამის კლუბ „არენაში“  გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ქალბატონი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.

ორი  დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

ხანძარი ღამის კლუბ „არენაში“ წინასწარი ვერსიით ელექტროსადენების მიზეზით კონდინციონერიდან გაჩნდა. შემთხვევა დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა, რა დროსაც იქ თვითმხილველების თქმით 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით ნივთის დაზიანება-განადგურების მუხლით, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics