|
2017-02-17 14:40:42, 2309 ნახვა
სამართალი
ახვლედიანი: ორ მეტრზე ახლოს, ნიკა გვარამიასთან სხვების თანდასწრების გარეშე ცხოვრებაში არ მისაუბრია
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯომარის მამუკა ახვლედიანის გამოკითხვა დასრულდა. როგორც ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას ზოგადი კითხვები ჰქონდა როგორც ჩანაწერის შინაარსთან, ისე ფინანსურ თემებთან დაკავშირებით. ახვლედიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მასთან ერთად ფინანსებთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო ეხება, არასოდეს არავის უსაუბრია. „კითხვები ძალიან ზოგადი იყო. იყო შინაარსთან დაკავშირებითაც, თუ სად მოხდა და როგორ საუბარი. არაფერი ახალი კითხვა არ დაუსვამს გამოძიებას. ზუსტად ვერ გეტყვით ფინანსებთან დაკავშირებით რა კითხვები ჰქონდათ, ეს საკითხები გამოძიებას ეხება, მაგრამ გეტყვით, რომ არასოდეს ჩემთან არანაირ ფინანსებზე საუბარი არავის ჰქონია. არც ჩემი თანდასწრებით ვინმეს ვინმესთან ფინანსებთან დაკავშირებით იმ საკითხებზე, რომელიც სასამართლოს ეხება არ უსაუბრია. ორ მეტრზე ახლოს ნიკა გვარამიასთან, სხვა ადამიანების თანდასწრების გარეშე ცხოვრებაში არ მისაუბრია. არ უარვყოფ, დიდ ნაწილში ჩემი ხმაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი თანდასწრებით ფინანსებზე ვინმე მესაუბრება“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში, მამუკა ახვლედიანის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქმე ეხება შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)