|
2017-02-17 13:43:15, 965 ნახვა
რეგიონი
გარდაბნის სარწყავი სისტემის მე-14 გამანაწილებლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 900 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე რწყვის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საირიგაციო სისტემის N14 გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, ლევან დვალი და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი გაეცნენ. „სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. 2018 წლის სარწყავი სეზონისათვის, პროექტის განხორციელების შედეგად 900 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი. 2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო სისტემების 23 სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელების შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ქვემო ქართლის რეგიონში პრაქტიკულად გაორმაგდა“, - აღნიშნა გიორგი ჩხეიძემ. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის, ლევან დვალის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში აღდგება არხის 9,3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი, მოხდება ახალი მილხიდებისა და წყალგამშვები ფარების მონტაჟი. შედეგად მუნიციპალიტეტის 3 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს გაუმჯობესებული საირიგაციო მომსახურებით. პროექტი ორმაგი დანიშნულებისაა, ვინაიდან რეაბილიტირებული გამანაწილებლის მეშვეობით მოხდება ჯანდარის ტბაში წყლის დონის რეგულაცია და წყლის მდინარე მტკვარში გადაღვრა მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის პრევენციის მიზნით. „ამ პროექტის განხორციელებით 3 სოფლის პრობლემა წყდება. გარდა ამისა ჯანდარის ტბის მიმდებარე ტერიტორიები გაზაფხულზე ხშირად იტბორება და სწორედ აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად საშუალება გვექნება ეს პრობლემა ავიცილოთ“ - აღნიშნა პაატა ხიზანაშვილმა.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)