|
2017-02-17 09:32:29, 2138 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა–მთიანეთის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული გ.უ. და 1942 წელს დაბადებული ა.უ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 9 ნატეხი და ერთჯერად შპრიცში მოთავსებული ბუპრენორფინი ამოიღეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.უ. და ა.უ. ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ყიდდნენ. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო შეძენისა და შენახვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე–5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)