|
2017-02-16 13:58:59, 2269 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მაია და გურამ რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა
„ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებული მაია და გურამ რჩეულიშვილები თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. როგორც მოსამართლე მაია შოშიაშვილმა აღნიშნა, საქმეში ახალი მნიშვნელოვანი გამოძიება არ არსებობს და შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ისინი პატიმრობაში უნდა დარჩნენ. რაც შეეხება მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაციას, სასამართლომ დოკუმენტაცია შეამოწმა, რის მიხედვითაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ბრალდებულს სამედიცინო მკურნალობა უტარდება. პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, რჩეულიშვილმა ახალი დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული. "ახალი დანაშაული მაია რჩეულიშვილმა მაშინ ჩაიდინა, როდესაც მას აღკვეთის სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული, არსებობს მიმალვის საფრთხე. ამიტომ, პატიმრობა უნდა დარჩეს ძალაში", - დასძინა გუმბერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)